იუსტიციის მინისტრის გამოსვლა პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა რომან გოძირიძემ შეაფასა.
მისი თქმით თეა წულუკიანის გამოსვლა ერთ–ერთი წარუმატებელი სფეროს ანატომიაა.
„გუშინ დავინახეთ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სფეროს ანატომია. განხილვა იყო, ფაქტობრივად, მხილება საქართველოს ხელისუფლების იმ ყველა დანაშულისა, რასაც ისინი ჩადიოდნენ 7 წლის განმავლობაში, ძალადობრივი არჩევნები, საარჩევნო, საკანონმდებლო ცვლილებები ერთი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული, ჩამოშლილი სასამართლო სისტემა," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.
