ვენესუელაში ხუან გუაიდოს თანაშემწე დააკავეს


     ვენესუელის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს თანაშემწე რობერტო მარერო დააკავა. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.

    რობერტო მარეროს ნიკოლას მადუროს რეჟიმი პოლიტიკურ ფიგურებზე თავდასხმის მომზადებაში სდებს ბრალს.

    რობერტო მარეროს დაკავებას გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის მხრიდან. თეთრი სახლი ვენესუელის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ეს ქმედება „უპასუხოდ არ დარჩება". აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი რობერტო მარეროს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/venesuelashi-khuan-guaidos-tanashemwe-daakaves/