გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ აირჩიეს


    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახდა. ის პარტიის რიგით მერვე ყრილობაზე აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობდა. გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. 
 
    კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.

   რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის წევრები შეთანხმდნენ, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიდნენ  კენჭს.




 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно