,,თქვენ ხართ არაწევრი, თუმცაღა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში"– სტოლტერბერგი


     ,,თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში" - ეს განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა, შემდეგ კი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. 

     იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს დამოკიდებულება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, არ შეცვლილა. 

    ,,მეორეჯერ ვიმყოფები გენერალური მდივნის რანგში. ეს იმისი ნიშნავს, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი.

    ეს ერთობლივი სწავლება ტარდება შეფასების და წვრთნის ერთობლივი ცენტრის ეგიდით და 2015 წელს ჩაეყარა მას საფუძველი. ცენტრის გახსნა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფარგლებში ჩვენ  მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ჩვენს ურთიერთობაში და 2015 წელს ამას ხაზი გაესვა კვლავ.საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. 

    გასულ წელს ჩვენ კვლავ გავუსვით ამას ხაზი. გადაწყვეტილება 2008 წელს, რომელიც იქნა მიღებული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

    თქვენ ხართ არაწევრი, თუმცაღა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ცენტრებში აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია. საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე,"-განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно