,,ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე, გახდეს ნატოს წევრი"– ბახტაძე


    საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ბახტაძის თქმით გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას საქართველოს ამ პროცესში.

    „ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ქვეყანას და ვუსურვო წარმატებული და ნაყოფიერი სწავლება. ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно