,,თუ საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი" – სტოლტერბერგი


     საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, თუ ის რეფორმების გზას გააგრძელებს - ეს განცხადება, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

    „ტარდება რეფორმები და მოგიწოდებთ, რეფორმების ეს გზა განაგრძოთ. ნატო-ს წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე პირადად ვესწრებოდი 2008 წელს ბუქარესტის სამიტს, სადაც პირველად გაკეთდა ეს განცხადება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყვანოს ჯარი სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან და გააუქმოს მათი დამოუკიდებლობის აღიარება, რადგან ორივე საქართველოს ნაწილია," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

    იენს სტოლტენბერგი-ის სურათის შედეგი„ბოლოს ერთმანეთს ბრიუსელში შევხვდით, ახლა თბილისში ვხვდებით. ეს აჩვენებს ჩვენი პარტნიორობის უმაღლეს დონეს და სიძლიერეს. საქართველო ნატო-ს ფასეული პარტნიორია. მოგვიანებით მოვინახულებთ ერთობლივ ცენტრს, სადაც ტარდება წვრთნა. ესეც აჩვენებს, რომ ნატო-ს ჯარისკაცებსაც და ქართველ სამხედროებსაც შეუძლიათ ერთად ოპერირება და მუშაობა. მჭიდრო ერთობლივი მუშაობით, ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოებას და ვეხმარებით საქართველოს, რაც ორივეს ინტერესშია. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

    ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე დაასრულა, ის შეფასებისა და სწავლების ცენტრში მიემგზავრება, სადაც ერთობლივ წვრთნებს დაესწრება. მანამდე კი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно