მწვანე ლობიოს კერძი სამარხვო და არასამარხვო ვარიანტი


საჭირო ინგრედიენტები:
მწვანე ლობიო 1კგ (შეიძლება გაყინული, ან დაკონსერვებულიც);
კარტოფილი 3 ცალი;
ხახვი 2–3 თავი;
ნიორი 3 კბილი;
ტომატ პასტა 1 ს/კ ან 2 ცალი პომიდორი;
კვერცხი 1ცალი;
კარაქი ან ზეთი;
ქონდარი, ქინძი, მარილი და პილპილი.

     მწვანე ლობიო მოვხარშოთ. ცალკე ღრმა ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი დავასხათ წყალი და ჩავყაროთ საშუალო კუბებად დაჭრილი კარტოფილი, (წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს კარტოფილს). როდესაც მზად იქნება დავამატოთ დაჭრილი პომიდორი ან ტომატ პასტა, მოვშუშოთ და ჩავამატოთ მოხარშული ლობიო. დავამატოთ დანაყილი ნიორი, მწვანილი, მარილი, პილპილი და ათქვეფილი კვერცხი. კარგად ავურიოთ და ცოტა წამოვადუღოთ. თუ სამარხვო ვარიანტი გვინდა მაშინ კვერცხი არ უნდა დავუმატოთ. 

ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно