,,წამყვანი მედიასაშუალებები ხალხის მტერია"– ტრამპი


    აშშ-ის პრეზიდენტმა მეინსტრიმ მედიას (წამყვან მედიასაშუალებებს) ხალხის მტრები უწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

    მისი თქმით, მედია ორი წლის განმავლობაში ავრცელებდა სიცრუეს რუსეთთან შეთქმულების შესახებ.

    „წამყვანი მედიასაშუალებები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვნენ და მათ მთელი მსოფლიო დასცინის, როგორც კორუმპირებულ და ფეიკმედიას. ორი წლის განმავლობაში ისინი ავრცელებდნენ ილუზიას რუსეთთან შეთქმულებაზე, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუეა და შეთქმულება არ ყოფილა. ისინი ნამდვილად ხალხის მტრები არიან და ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ", – წერს დონალდ ტრამპი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/donald-trampi-wamyvani-mediasashualebebi-khalkhis-mteria/