საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიო-გიდის ინიციატივით უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა - ტურისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ აუდიო ვერსიის საშუალებით გაეცნონ უფლისციხის ისტორიას, ურიგდებათ შესაბამისი აპარატურა - რადიო-გიდი.
უფლისციხის სტუმრებს საშუალება აქვთ სხვადასხვა ენაზე მოისმინონ მათთვის საინტერესოდ მოთხრობილი ისტორია ადრინდელი ანტიკური ხანის ნაქალაქარის შესახებ. ასევე, რადიო-გიდის საშუალებით ისინი მარტვად შეძლებენ თითქმის 4 ჰექტარზე არსებული ნაკრძალის ტერიტორიის დათვალიერებას.
