აშშ-ი თურქეთს გამანადგურებელ „ეფ-35“-ის აღჭურვილობას აღარ მიაწვდის


      ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს გამანადგურებელ „ეფ-35"-ის აღჭურვილობას აღარ მიაწვდის. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, ეს ზომები მანამდე დარჩება ძალაში, სანამ თურქეთი „ერთმნიშვნელოვნად და ცხადად" არ იტყვის უარს რუსეთისაგან სარაკეტო კომპლექს „ეს-400"-ის ყიდვაზე.

     ამასთან, ვაშინგტონში ამბობენ, რომ თუ ანკარა ამ მოთხოვნას არ შეასრულებს და მაინც შეიძენს ამ სარაკეტო სისტემას, მაშინ აშშ-ი თურქეთში „ეფ-35"-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას საერთოდ აკრძალავს.

     მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი სულ მალე მიიღებს რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსებს.

     აშშ-ი და ნატო არაერთხელ გამოვიდა განცხადებით, რომ თურქეთის მიერ რუსული „ეს-400"-ების შესყიდვის წინააღმდეგია, რადგან ამ სისტემების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ანტისარაკეტო და საჰარეო თავდაცვით სისტემაში ინტეგრირება შეუძლებელია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-i-turqets-gamanadgurebel-ef-35-is-aghchurvilobas-aghar-miawvdis/