რუსმა ოკუპანტებმა შამგონადან გატაცებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს


      რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები გელა როსტობაია გაათავისუფლეს.

     რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, 40 წლის გელა როსტობაია 5 აპრილის საღამოს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა მდინარე ენგურზე თევზაობდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно