„ყველა მძღოლმა ძალიან კარგად იცის, რომ ფირის გადაკვრა ინახავს საღებავს"– კალაძე


    ტყუილია ინფორმაცია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

    კახა კალაძის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა.

    „ყველა მძღოლმა ძალიან კარგად იცის, რომ პირიქით, ფირის გადაკვრა ინახავს საღებავს, იცავს კენჭებისგან, გაფხაჭნისგან, დაზიანებებისგან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საკუთარ ავტომობილზე მაქვს გადაკრული და ვიცი, რამდენად კარგია. ყველა ის ტვირთი და პრობლემა, რაც შეიძლება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის ყოფილიყო, ყველაფერი გავითვალისწინეთ. გავითვალისწინეთ არსებული სოციალური მდგომარეობა. ეს რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ყველა ისეთი საკითხი, რომელიც შესაძლებელი იყო პრობლემური ყოფილიყო მძღოლებისთვის, ყველაფერი აბსოლუტურად გათვალისწინებულია. ახლა მთავარია, რომ ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდეთ და მანქანა მოწესრიგებული იყოს. ბრენდირებული იქნება „ა" კატეგორიის ტაქსები. ტაქსი არის ზოგადად ქალაქის სახე, შესაბამისად, იმ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომელიც წარდგენილი გვაქვს, ტაქსის რეფორმა არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აუცილებლად განხორციელდება", – განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно