გიორგი ბარამიძის განმარტებით, პირი, რომელსაც გვარის შეცვლა სურს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში თავად უნდა გამოცხადდეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ,,ამ მიმართულებით არსებული მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა, ზომიერად მკაცრი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს."
„პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, პირს დასჭირდება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, აუცილებლად თავად გამოცხადდეს და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, საკონსულოში კვლავაც ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გამოცხადდეს. დაასაბუთოს რაში და რატომ დასჭირდა გვარის შეცვლა", – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
