,,უკვე ბუნდოვანიც აღარაა, მოხდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა''


     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრი  ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,  საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით დროის გაყვანას ცდილობს.

     მინისტრის თქმით, ახლა პრიორიტეტად ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების საკითხი დგას.

     "ადგილი აქვს დროის გაჭიანურების ხელოვნურ მცდელობას. გარემოებები არის ძალიან ბუნდოვანი, უკვე ბუნდოვანიც აღარ არის, რამდენადაც არის ძალიან წინააღმდეგობრივი. გასაგებია, ხდება ერთი რამ, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავება, ძალის გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიცოცხლის ხელყოფა. მაღალი პრიორიტეტია, ის, რომ ისინი იქნენ გათავისუფლებული ძალიან მალე, იყვნენ უსაფრთხოდ და არ მოხდეს მათ მიმართ რაიმე დამატებითი ზომების გამოყენება,"- აცხადებს ციხელაშვილი.

     შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა, ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოითხოვა. დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ, კი ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно