სპაგეტი ბულგარული წიწაკით


საჭირო ინგრედიენტები;
სპაგეტი 500 გრ;
ხახვი 1 თავი;
წითელი ბულგარული წიწაკა 1 ცალი;
ცხარე წიწაკა 1 ცალი;
ტომატი  1 ს/კ ან 3ცალი პომიდორი;
კარაქი ან ზეთი;
მარილი და პილპილი.

    სპაგეტი მოვხარშოთ და გადავწუროთ. ხახვი მოვშუშოთ ცხიმში დავამატოთ, მცირეოდენ წყალში გახსნილი ტომატი, დაჭრილი წიწაკა, მარილი და პილპილი. კარგად ჩავშუშოთ და  დავამატოთ სპაგეტი. ქვაბს ან ტაფას რაშიც მოამზადებთ თავზე მჭიდროდ დაახურეთ. 
გემრიელად მიირთვით!
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно