თეთრი სახლის ადმინისტრაცია ხუან გუაიდოს დასაფინანსებლად გზებს ეძებს- ,,სიენენი"


     თეთრი სახლის ადმინისტრაცია ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერის, ხუან გუაიდოს დასაფინანსებლად გზებს ეძებს. ამ ინფორმაციას ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, „სიენენი" ავრცელებს.

     ფინანსური სახსრები აშშ-სა და 50-მდე სხვა ქვეყნის მიერ დროებით პრეზიდენტად აღიარებულ ოპოზიციონერს სამხედროების მხარდაჭერის მოსაპოვებლად სჭირდება.

     როგორც ექსპერტები განმარტავენ, ვაშინგტონი თანხის მიწოდებას ვენესუელის საჰაერო თავდაცვითი სისტემის გათვალისწინებით, პირდაპირი გზით ვერ შეძლებს. სავარაუდოდ ტრამპის ადმინისტრაცია ფულს ისეთ მეზობელ ქვეყანას მიაწვდის, როგორიცაა კოლუმბია. კიდევ ერთი გზა თანხის გადასაცემად კონკრეტულ სახელმწიფო კომპანიებზე სანქციების შერბილება შეიძლება, იყოს.

     აღსანიშნავია, რომ ხუან გუაიდოს ასევე წვდომა აქვს აშშ-ში არსებულ ვენესუელის აქტივებზე, მათ შორის საბანკო ანგარიშებზე, რომელიც მისთვის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებიდან ორ დღეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ უზრუნველყო.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/sieneni-tetri-sakhlis-administracia-khuan-guaidos-dasafinanseblad-gzebs-edzebs/