აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცადების შემდეგ, ჩინეთის ბირჟებზე 5%-იანი ვარდნა დაფიქსირდა- წერს CNBC-ი.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინურ პროდუქტებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდის. გადაწყვეტილება 10 მაისიდან შევა ძალაში.
ქვეყნის მთავარი საფონდო ინდექსი Shanghai 5,58% -ით დაეცა. ამავდროულად საფოსტო ინდექსი Shenzhen-ის ვარდნამ 7,56%-ი შეადგინა. ხოლო შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი CSI 300 - 5,84%-ით გაუფასურდა.
ჩინეთის ხელისუფლებამ ინვესტორების დაწყნარება სცადა - მათ საბაზრო რეფორმებს დაჰპირდა.
2018 წლიდან ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობა გართულდა.
ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. 8 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა.
წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/104802/trampis-gantskhadebis-shemdeg-chinetis-sapondo-birjebi-chamoishala