გარეჯი საქართველოს განუყოფელი წმინდათაწმინდა ადგილია და ქართველი ერი ბოლომდე დაიცავს ამ ადგილს– მეუფე ეფრემი


     სასულიერო პირები მრევლთან ერთად დავით გარეჯის აღდგომის ტაძართან მსვლელობით მივიდნენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დროულად იმოქმედონ, რათა პრობლემა გადაიჭრას.

     მათი თქმით, დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. სასულიერო პირებმა აღდგომის ტაძართან პარაკლისიც გადაიხადეს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ახლა დავით გარეჯს დაცვა სჭირდება.

     „გარეჯი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, წმინდა ნაწილი ჩვენი ისტორიული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა, ამიტიომაც დღევანდელ დღეს აქ ერთად შევიკრიბეთ ერი და ბერი მშვიდობიანი მოლოცვით ამას მიზანი მხოლოდ ეს აქვს და არა სხვა განზრახვა, რომ ჩვენი მშვიდობიანი ხმა კიდევ ერთხელ ვამცნოთ ყველას, შინაურსაც და ჩვენს მეზობელსაც, რომ ეს არის საქართველოს განუყოფელი წმინდათაწმინდა ადგილი და ქართველი ერი ბოლომდე დაიცავს ამ ადგილს,"-ამბობს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი.

     ამ დროისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ყველა ძეგლთან მისასვლელი გზა გახსნილია. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა აღმართეს. გარეჯი საქართველოა - ამ დევიზით მასშტაბური მსვლელობა სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილისკენ დაიძვრება, რომელსაც აზერბაიჯანის მხარე მის საზღვრებში მოიაზრებს.

     აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობა  დაგეგმეს.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/134512