„არ ვიცი, როგორ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ერგნეთში. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის მართლაც საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის. თუმცა ეს არის შემაძრწუნებელი სიტუაცია, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა იქ" – აღნიშნული განცხადება აშშ–ს ელჩმა იან კელიმ გააკეთა.
იან კელის აზრით, პასუხისმგებლობა ოკუპანტმა საკუთარ თავზე უნდა აიროს.
,,რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ტიპის ინციდენტი არ არის პირველი. ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ხმა ავიმაღლოთ, ამისთვის, აუცილებელია, დადგეს პასუხისმგებლობა ამ საშინელი ინციდენტის გამო. არის გარკვეული წილი კონკრეტული პასუხისმგებლობა, როცა ხარ ოკუპანტი. მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღო ამ საქმეში პასუხისმგებლობა", – განაცხადა ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადასცემენ ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.