საჭირო ინგრედიენტები:
ფქვილი 2 ჭიქა;
ცხელი წყალი 1 ჭიქა;
ისპანახი 200–300გრ;
მწვანე ხახვი;
ზეთი 2–3 სუფრის კოვზი;
პილპილი, ან წითელი წიწაკა;
მარილი გემოვნებით.
მოვზილოთ ელასტიური ცომი. გადავდოთ 10–15 წუთით. მოვამზადოთ გულსართი: ისპანახი გავრეცხოთ და დავჭრათ, დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი,ზეთი, მარილი, პილპილი ან წითელი წიწაკა. ცომში ჩავდოთ მომზადებული ისპანახი, მივცეთ ჩებურეკის ფორმა და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!
ანა ბახტაძე
ultrapress.ge