სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს - სერგეი გავრილოვი


     სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს - მოსკოვში დაბრუნების შემდეჰ სერგეი გავრილოვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. რუსი დეპუტატის განცხადებით, პროტოკოლის თანახმად, საპატიო ადგილი ასამბლეის თავმჯდომარისთვის არის გამოყოფილი. 

     გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გავრილოვი საქართველოს სამართალდამცველებს ექსპრემისტების პასუხისმგებლობაში მიცემისკენ მოუწოდებს.

     "ვთვლი აუცილებლად, რომ საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ განსაზღვრონ პასუხისმგებლობა ამ ექსტრემისტების. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, რომლებიც ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ. იმუქრებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების მკვლელობით,"- აცხადებს გავრილოვი.

     სააგენტო "ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი გავრილოვმა თბილისში მიმდინარე პროტესტს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გახსნა, რამაც ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ ასამბლეა გაუქმებულად გამოაცხადა, რუსი დეპუტატები კი მოსკოვში დაბრუნდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/136650