რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
,,წუხელ ხელისუფლებამ და, განსაკუთრებით, პოლიციამ სერიოზული გამოცდა ჩააბარა, - ამ გავეშებული ხალხის პარლამენტის სასახლეში შეჭრა სერიოზულ ქაოსს გამოიწვევდა და უმსხვერპლოდ ნამდვილად არ დამთავრდებოდა!
წუხელ საქართველო გადარჩა! ეს ფაქტია! ყველა მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! ისე, რომ რევანშის სურვილი სამუდამოდ დაკარგონ!"– წერს ბონდო მძინარაშვილი.
