,,თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო"–პატრიარქი


     „ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი. აი ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს,"-განაცხადა პატრიარქმა" – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

     მისივე თქმით, სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი.

    „აი, ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს. ბერის ცხოვრება ძალიან რთულია, ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა, რომ იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა ჩვენ და მთელს მსოფლიოს", – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно