დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპის შეურაცმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა


     ლონდონი შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. "Twitter”-ის ქსელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის კომენტარებს ბრიტანეთის პრემიერისა და ელჩის შესახებ, უპატივცემულობა და არასწორი უწოდა. ჯერემი ჰანტმა მას შეახსენა, რომ მოკავშირეები ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოექცნენ. მან ასევე განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრის არჩევის შემთხვევაში, ბრიტანეთს ელჩი შეერთებულ შტატებში არ შეიცვლება.

     რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა "Twitter”-ის   საშუალებით ტერეზა მეის "ბრექსიტთან" დაკავშირებით ქმედებებს უგუნური, ხოლო ბრიტანეთის ელჩს შეერთებულ შტატებში სულელი უწოდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/138693