სააკაშვილი: "2018 წელს უნდა ჩამოვშალოთ ივანიშვილის ფეოდალური საკარმიდამო"


      მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ამსტერდამიდან მიმართავს. ექსპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში 2018 წელს დაბრუნდება. 

     ,,ივანიშვილმა გამოაცხადა ქასთინგი მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე და გვიბიძგებს ვიბრძოლოთ იმისთვის თუ ვინ იქნება მეორე ადგილზე ყველა შემდგომ არჩევნებზე, და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაც საპატიო პრიზით, ნურას უკაცრავად! ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო. ივანიშვილი ასეთი სუსტი არ ყოფილა, ხალხს ბოლომდე სძულს! ყველა ყველაფერს მიხვდა" - აცახდებს მიხეილ სააკაშვილი.

     სააკაშვილმა პარტიის წევრებს მოუწოდა, რომ ოპოზიციასთან ერთად, პრაიმერისის გზით, შეარჩიონ საუკეთესო კანდიდატი და იბრძოლონ გამარჯვებისთვის.

      ,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის, ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, პრაიმერისის გზით შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი, ჩავატაროთ ისეთი კამპანია, რომელიც არასდროს ჩაგვიტარებია, აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილი ხალხის გამოცდილების გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის ახალგაზრდობის მასოიბრივად მასოიბრივად მოზიდვით, ჩვენ უნდა დავინახოთ და დავანახოთ ყველას მომავლის პერსპექტივა და ეს აუცილებლად გამოგვივა," - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно