,,არ მიკვირს, რომ ამ გადამწიფებულმა თინეიჯერმა ეს არ იცის"- ხუხაშვილი კობახიძეზე


     პოლიტოლოგი გია ხუხაშვლი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ხუთი ექსპერტია.
 
     ,,თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პოლიტიკაში, რომელთა არც ერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა, - ამის .შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.
 
     ,,ვინც თავის პროფესიად შიშველი პროგნოზების კეთება გაიხადა, ის ექსპერტი არ არის. ექსპერტის ფუნქციაა ვითარების ანალიზი, ტენდენციების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება. თუმცა, არ მიკვირს, რომ ამ გადამწიფებულმა თინეიჯერმა ეს არ იცის" წერს გია ხუხაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно