,,ასე, უბრლოდ არ შეგვიძლია შევასრულოთ მოთხოვნა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით"– ბიბილოვი


      ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

     ბიბილოვის განმარტებით, სასამართლო–სამედიცინო ექსპრერტიზას სულ მცირე 1 თვე სჭირდება, ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემა, კი სამხრეთ ოსეთისთვის ნეგატიური იქნება.

     „სამხრეთ ოსეთის კანონების მიხედვით რომელიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, იმისთვის რომ გადმოცემული იქნას ცხედარი აუცილებელია სასამართლო ექსპერტიზა. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და ასე უბრლოდ არ შეგვიძლია შევასრულოთ მოთხოვნა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით. ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა უფრო მეტი ნეგატივი მიიღოს, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია ქართული მხარის მიერ. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ცხედრის გადასაცემად საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ასეა მიღებული ევროპაშიც და ამერიკაშიც. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება. არ ვამბობთ, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა გადავცეთ, თუმცა ჩვენ საზოგადოებაში ასეთი აზრიც არსებობს.  უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩვენთან 150 ადამიანი ითვლება. ჩვენ ხომ არ ვახდენთ ამის პოლიტიზირებას?" – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно