„საქართველოს ფოსტის“ სახელით ინტერნეტში ყალბი გათამაშების შესახებ ცნობა გავრცელდა


     „საქართველოს ფოსტის" განცხადებით, ინტერნეტსივრცეში მათი სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანაა. ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.

     „საქართველოს ფოსტა" საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადავიდნენ უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე და არ გახსნან უცხო პირების მიერ გამოგზავნილი ფაილები. ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისას, მისი ავთენტურობა საქართველოს ფოსტის გვერდზე - gpost.ge გადაამოწმონ", - წერია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно