თბილისში უფასო ავტობუსები იმოძრავებენ


     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი, რეაბილიტაციის მიზნით, ოთხი თვით გადაიკეტა.

     თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე დაინიშნა ავტობუსები, რომლებიც ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებენ. ავტობუსები მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდებიან.

     პროექტის მიხედვით, ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვას და განათების სისტემის რეაბილიტაციას.

     მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

     სამუშაოების ვადად ოთხი თვე განისაზღვრა და მისი ღირებულება 515 515 ლარია. უფასო ავტობუსის დროებითი მარშრუტიც 120 კალენდარული დღის განმავლობაში იმოქმედებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно