,,სეპარატისტებს ყველაზე მეტად ეშინიათ, რომ მოსკოვმა და თბილისმა საერთო ენა არ გამონახონ" – კირვალიძე


     ,,აბაშიძე-კარასინის ფორმატი კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ გაფართოვდეს"- მიაჩნია პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძეს. 

     კირვალიძის განცხადებით, ჟენევის ფორმატისგან განსხვავებით, აბაშიძე-კარასინის ორმხრივ ფორმატში სეპარატისტები ვერ ღებულობენ მონაწილებას.

     ,,აფხაზ და ოს სეპარატისტებს ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ მოსკოვმა და თბილისმა ერთმანეთთან "საერთო ენა არ ან ვერ გამონახონ"! აქედან გამომდინარე, აბაშიძე-კარასინის ფორმატი კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ გაფართოვდეს, ორივე მხრიდან დაემატოს წევრები და განსახილველი პოლიტიკური საკითხები, რადგანაც ჟენევის ფორმატისგან განსხვავებით, სადაც სეპარატისტებიც არიან წარმოდგენილები, აბაშიძე-კარასინის ორმხრივ ფორმატში ისინი არ და ვერ ღებულობენ მონაწილეობას და აქ მიმდინარე მოლაპარაკების "შინაარსი" უცნობია სოხუმისთვის და ცხინვალისთვის"- აცხადებს პილიტოლოგი.