,,ვინც სავიზო რეჟიმს არღვევს, ამ მოქალაქეების უკან მიღება უნდა მოვახდინოთ"– ჯანელიძე


     ,,ვინც სავიზო რეჟიმს არღვევს, ამ მოქალაქეების უკან მიღება უნდა მოვახდინოთ"– აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

     ჯანელიძის განმარტებით, რეადმისია წინაპირობაა, იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციამ შეუფერხებლად იმუშაოს.

     „ძალიან კარგია, რომ რეადმისიის მიმართულებით, რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. რეადმისიის მოთხოვნების დაახლოებით 97% კმაყოფილდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციამ იმუშაოს შეუფერხებლად. რეადმისია ეს არის ჩვენი აღებული ვალდებულება. ვინც სავიზო რეჟიმს არღვევს შენგენის წევრ ქვეყნებში, ამ მოქალაქეების უკან მიღება უნდა მოვახდინოთ, სწორედ ამას ემსახურება რეადმისიის პროცესი", – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно