პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა


     შ​ინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის „სარფი" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი, მაროკოს სამეფოს ერთი და ალჟირის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს.

     შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ.

     „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

     გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

    დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აცხადებენ შსს-ში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно