,,რესპუბლიკელებისთვის არ არსებობს ავტორიტეტები პატრიარქის სახით"– თამარ კორძაია


     ,,რესპუბლიკელებისთვის არ არსებობს ავტორიტეტები პატრიარქის სახით"– განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ.

     კორძაიას განმარტებით, საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს ,,ციანიდის საქმის" გამო გამოვლენილი პრობლემები დამალოს.

     „ჩვენთვის,  რესპუბლიკელებისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, არც პატრიარქის არც მეფის, არც პრეზიდენტის და არც პრემიერის სახით. ჩვენთვის ავტორიტეტი ყოველთვის იყო , არის და იქნება ადამიანი. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებასთან შეზრდილმა საპატრიარქომ გაიმეტა ადამიანი  ციანიდის საქმეში და არ შეიძლება ჩვენთვის ეს იყოს მისაღები. გაიმეტა იმიტომ რომ საპატრიარქო ცდილობს ხელისუფლებასთან ერთად არ გაახმაუროს ის პრობლემები, რომელიც გამოავლინა ციანიდის საქმემ,”-განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ. 

     ,,რესპუბლიკელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვეს. მათი თქმით საპატრიარქო სახელმწიფოსგან ქრთამის სახით 25 მილიონს იღებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно