,, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა"- მარგველაშვილი


     საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა.

     შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, განიხილეს საქართველოსთვის ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.

     განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების პრობლემატიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იმ საკითხებს, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებას, წამებას, ადამიანის უფლებათა დარღვევას.

     საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლითაც უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და განსაკუთრებით ეუთოს როლი რეგიონში არსებული უსაფრთხოების კონტექსტში. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი მონიტორინგის მიღმა.

     გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რეგიონში და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ დახმარებისათვის, რასაც საქართველო გრძნობს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

     პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს, დემოკრატიულ გარდაქმნებს იმას, და თუ რა რეფორმები ტარდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно