რამდენიმე წუთს წინ სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაუშვებლად სცნო ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5-ი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, ამ საკითხზე დღეს იმსჯელა.
საქმის განხილვა "რუსთავი2"-ის ყოფილმა მეპატრონეებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.
18 ივლისს სტრასბურგმა დაადგინა, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.
წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/149672