ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ლეღვთახევში, "ორბელიანების”, რომელსაც ასევე "ჭრელ აბანოსაც” ეძახიან, ფასადზე გამოსახული მუსულმანური მოზაიკა იქცევს ყურადღებას. ორნამენტები სპარსული კულტურის, სეიდების, ყაჯარების, იმ ხანად თბილისში მაცხოვრებელი თემების, გავლენაა. „ჭრელი აბანო” მთელს მსოფლიოშია უნიკალური თავისი არქიტექტურით, რადგან არსად, ისლამურ აბანოს არ გააჩნია მეჩეთისთვის დამახასიათებელი ამგვარი ფასადი.
სეფიანთა პერიოდის უდიდესი ისტორიკოსი, ისკანდერ მუნში ვრცელ ცნობებს იძლევა XVI-XII სს-ის თბილისის და, რა თქმა უნდა, აბანოების შესახებ: „თბილისში უამრავი წყარო და ნაკადული გადმოედინება მთიდან, მათგან დაახლოებით 70-80 წყარო ცხელია. ძველ დროში ყოველი ხელმწიფე, მუსლიმი თუ ურჯულო ქართველი, ამ ცხელ წყლებზე გუმბათებს აგებდა და ბანაობდა”.
სხვათა შორის, აღა-მაჰმად ხანმა, რამდენჯერმე მიიღო თბილისის ცნობილი გოგირდის აბაზანები და როცა სენისგან (საჭურისი იყო) ვერ განიკურნა, გაბრ აზებულმა, 1795 წლის სექტემბერში, თბილისის მიწასთან გასწორება სწორედ აბანოთუბნიდან დაიწყო. ამ უბანში ასევე იყო მეითარის, ბებუთას და სეთარას აბანოები. ცოტა ზევით, "თბილისის კართან” ერეკლეს აბანო იყო. სხვადასხვა დროს, ამ უბანში 40-დან 65 აბანოებამდე იყო განლაგებული.
წყარო: http://www.city.kvira.ge/2017/05/16/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%B0%E1%83%9B%E1%83%90/