,,დანებების ცდუნება მოახლოებული გამარჯვებისას უფრო მძაფრდება” – 12 მიზეზი რატომ არ უნდა დავნებდეთ


     სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფერი შესაძლებელია. სიკვდილი – ერთადერთი საპატიო მიზეზია, რომ ხელი ჩაიქნიოთ საქმეზე. მაგრამ სანამ საღ–სალამათი ხარ, მიზნის მიღწევის შეუზღუდავი შესაძლებლობა გაქვს.

     იყავით რეალისტი. პირველივე ცდიდან რაიმეს კარგად გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ წარუმატებლობა საქმის მიტოვების მიზეზი არ უნდა გახდეს.  შეცდომებიც იქნება და სინანულიც, მაგრამ ამის შემდეგ საკუთარი გამოცდილება გვექნება და საკუთარი არჩეული გზაც.

     თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე ფიქრობთ. ერთ ციცქნა პრობლემას თქვენი გაჩერების შანსი არ აქვს. თუმცა ამის შანსი არც 10 ან 100 წარუმატებლობას აქვს.

     გამოაჩინეთ საკუთარი თავი. აღიეთ პასუხისმგებლობა, გამოიჩინეთ თავი, განაცხადეთ საკუთარი თავის შესახებ, მიაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გსურთ. მორიდება სასარგებლო ყველა შემთხვევაში როდია, ისიც– ზომიერად.

    ვინმეს თუ გაუკეთებია ეს თქვენამდე? გაუკეთებია? მშვენიერია, ესეიგი თქვენც გამოგივათ.
გჯეროდეთ თქვენი ოცნების, გარშემომყოფმაც რომ გითხრან, რომ აუსრულებელია, მაინც გჯეროდეთ. , რაიმე ღირებული, რაც დედამიწაზე შექმნილა, გგონიათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერის თანხლებით შეიქმნა?

     ახლობლებს შეუძლიათ ჩაბერონ სული თქვენს იდეას და გაგამხნევონ ისე, როგორც სხვა ვერ გააკეთებს. ამიტომ ყველაფერს გულში ნუ მალავთ, გაუზიარეთ გეგმები ახლობლებს.

     არიან ადამიანები, რომლებიც თქვენზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ყველგან და ყოველთვის, მილიონობით ადამიანი გაცილებით ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ არსებობისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიან ამ პლანეტაზე.

     სხვების გამხნევებით თავს არ აძლევთ დანებების უფლებას. მოყვასისთვის დახმარებაზე უფრო დიდი მოტივი არ არსებობს.

     თქვენ ახლოს ხართ მიზანთან. ჩინური სიბრძნე ასე ჟღერს: ,,დანებების ცდუნება მოახლოებული გამარჯვებისას უფრო მძაფრდება.” ასე რომ, თუ დანებების სურვილი ძლიერ გაწუხებთ, ე.ი. მიზანი ახლოსაა. გამაგრდით.

     ყველაფერს თავისი დრო აქვს. უოლტ დისნეი გაზეთიდან იდეების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს; მენდელეევს ქიმიაში სამიანი ჰყავდა; აინშტაინი 4 წლამდე ვერ მეტყველებდა და მასწავლებელმა მას გონებრივად ჩამორჩენილი უწოდა. აღნიშნული ფაქტები მაშინ გაიხსენეთ, როდესაც თვლით, რომ არაფერი გამოგდით. თქვენი დროც მოვა!...

premiumi.ge
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно