ჩინეთმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო


     ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების კომიტეტი ავრცელებს.

     გარკვეული სახის ამერიკულ პროდუქციაზე 5%-იანი და 10%-იანი ტარიფები 15 დეკემბრიდან უნდა დაწესებულიყო. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევას უკავშირდება.

     13 დეკემბერს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა ეკონომიკური გარიგების პირველი ნაწილი შეათანხმეს. 

     აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.  2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.

     11 ოქტომბერს Bloomberg-ი წერდა, რომ აშშ და ჩინეთი ვაჭრობის საკითხზე ნაწილობრივ შეთანხმდნენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/123679/chinetma-amerikuli-produqtsiis-importze-damatebiti-taripebis-datseseba-gadado