დაძაბულობა ,,რუსთავი 2" –თან , ,,ქართული მარში" გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს


     ამ წუთებში დაძაბულობაა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"–ის ოფისთან. ,,ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. გიორგი გაბუნია და იურისტი თამთა მურაჩაშვილი შენობაში საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით შევიდნენ. თუმცა ,,ქართული მარშის" წევრები შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას ჯერ არ აპირებენ.
 
     ,,გაბუნიამ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ საზოგადოების რელიგიურ გრძნობებს შეურაცყოფა მიაყენა"– განაცხადა ,,ქართული მარშის"ერთ–ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно