„ირანი და რეგიონის თავისუფალი ქვეყნები მკვლელებზე შურს იძიებენ"- ჰასან როუჰანი


     ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ერაყში გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოაცხადა. ინფრომაციას ამის შესახებ ირანული ტელეკომპანია Press TV ავრცელებს.

     „ირანის ლიდერმა ალი ხამენეიმ გენერალ სულეიმანის მკვლელობა დაგმო და სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოაცხადა. გარდა ამისა, მან სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო", - წერს ტელეკომპანია Twitter-ზე.

     სულეიმანის მკვლელობას გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც. მისი თქმით, გენერალ სულეიმანის მკვლელობა აშშ-ის აგრესიისადმი წინააღმდეგობას კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო „ირანი და რეგიონის თავისუფალი ქვეყნები მკვლელებზე შურს იძიებენ".

     ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის" ლიდერი, გენერალი ქასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას" ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს. 

     31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას" ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

     მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას" უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი" უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას"ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

     1-ელ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно