თავდასხმის შედეგად დაშავებული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.
ერაძეს თავს ლადო სადღობელაშვილი და ე.წ. ქართული მარშის წევრები, "რუსთავი 2"-ის შესასვლელთან დაესხნენ მაშინ, როდესაც მათ გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს გზა გადაუკეტეს. შეკრებილებმა დააზიანეს მანქანა, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ და ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/99389
