კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა- ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
,,კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია. ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე. მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.
აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა
ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს – ნათქვამია განცხადებაში.