ტრანსნაციონალური დანაშაულის გამო 8 პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო


     ტრანსნაციონალური დანაშაული და 8 პირი, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

     პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა დამნაშავე წევრებთან. დაზარალებული არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები.

     დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, პირმა, რომლის მფლობელობაშიც საქართველოში მოქმედი 6 სასტუმრო იყო, სხვა ბრალდებულებთან ერთად საბანკო ანგარიშები გახსნა, შემდეგ კი არარსებულ მომხმარებლებზე ბრალდებულები ნომრებს ჯავშნიდნენ და კონკრეტულად აშშ-ს მოქალაქეებს ანგარიშიდან კომპანია "ბუქინგის" მეშვეობით დისტანციურად და თაღლითურად კოლოსალურ თანხებს აჭრიდნენ.

     ამ თაღლითური სქემის მიხედვით, როგორც მოქალაქეებმა, ასევე საბანკო სექტორმა დაახლოებით 60 400 აშშ დოლარის და ასევე დაახლოებით 690 000 ლარის ზარალი ნახეს. როგორც გამოძიებისთვის ხდება ცნობილი, თაღლითურად მოპოვებული თანხები საქართველოში სხვადასხვა ანგარიშზე, ასევე  საზღვარგარეთაც ირიცხებოდა.

     დღეს ასევე გამოძიებამ გაავრცელა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული ვიდეომასალა, რომელშიც ბრალდებულები არიან და როგორც კომპანია "ბუქინგზე", ასევე არარსებულ მომხმარებლებზე, ნომრების დაჯავშნასა და თანხების გადარიცხვაზე საუბრობენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно