,,ნაციონალური მოძრაობა" ხელს უშლიდა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვას“- კობახიძე


     „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც საარჩევნო უბნების გარეშემო იკავებდა რადიუსს, შესაბამისად მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

     „ლოგიკურია, რომ მათ ინტერესებში ის ვითარება, რაც არის საარჩევნო უბნებთან. ჩვენ 2019 წელს ვცადეთ შეგვექმნა ისეთი ვითარება, რომ არავინ იდგებოდა 25-მეტრიან რადიუსში, მაშინაც ჯერ დილის 8 საათი არ იყო და „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" აქტივისტებსა და ლიდერებს უკვე დაკავებული ჰქონდათ 25-მეტრიანი რადიუსი. ბუნებრივია, მათი პოზიციის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ აქამდეც ვეუბნებოდით მათ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" უშლიდა ხელს 25-მეტრიანი რადიუსის დაცვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიებს შესთავაზა, გაფორმდეს მემორანდუმი, რომ არჩევნებზე 25-მეტრიანი რადიუსს ყველა დაიცავს.

     საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბანთან, 25 მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება დაუშვებელია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно