პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,SOS! წარსულში, ბახტრიონის აჯანყების გამომწვევ მიზეზზე უარესი, უკვე მოხდა თანამედროვე საქართველოში, - ქართულმა კომპანიამ, სადაც ქართველები მუშაობენ, დაიწყო ქართველების წმინდა მეფის თამარის პრეზერვატივებზე გამოსახვა და სააფთიაქო ქსელში გაყიდვა!!
ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლების, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქცია - 0!!!
თავსლაფდასხმული საქართველო და ქართველობა, ღირსებააყრილი ერი და ბერი, რომელიც გადაშენების და გაქრობის გზაზეა!!!!–წერს კირვალიძე.