პარლამენტში „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების“ პრეზენტაცია გაიმართა


      პარლამენტის წევრები მზად არიან ხელი შეუწყონ ახალგაზრდა მკვლევარებს „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების" პროექტის განხორციელებაში.

      განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში „ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" პროექტის, „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების" პრეზენტაცია გაიმართა.

     ღონისძიებას პოლიტიკური თანამდებობის პირები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და იმ დაღუპული სამხედრო ტყვეების შთამომავლები ესწრებოდნენ, რომელთა მოძიებაც სტუდენტებმა შეძლეს. პრეზენტაციას ესწრებოდა, ასევე, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.

     ავსტრიაში მცხოვრება ქართველმა სტუდენტებმა მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 90 ქართველი სამხედრო ტყვე აღმოაჩინეს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.

     ამჟამად, სტუდენტები დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და შთამომავლებს ეძებენ, მათ 90 დაღუპული ჯარისკაციდან მხოლოდ 21-ის შთამომავლების მოძიება შეძლეს.

     „ეს გახლავთ პირველი კვლევა, რომელმაც რეალურად აღმოაჩნია 90 ქართველი ჯარისკაცის კვალი ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და განსაკუთრებით მძიმე პირობების საკონცენტრაციო ბანაკში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას, ასევე, თანამშრომლობას მედიასთან, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები", -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

     მან მადლობა გადაუხადა როგორც კვლევის ავტორებს, მარიკა ბექაურსა და სალომე სალაძეს, ასევე ტ/კ იმედის გადაცემის - „იმედის კვირის" შემოქმედებით ჯგუფს იმ დახმარებისთვის, რომელიც კვლევის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. მარიამ ჯაშმა „იმედის კვირის" შემოქმედებით ჯფუფს კომიტეტის სახელით მადლობის სიგელი გადასცა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно