საჭირო ინგრედიენტები:
ხის სოკო 500 გრ;
ნიგოზი – ნახევარი ჭიქა;
წიწაკა, ქინძი, უცხო სუნელი;
ქინძი 1 კონა;
ძმარი;
მარილი.
ხის სოკო გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული სოკო გავწუროთ და დავჭრათ. დავამატოთ გატარებული ნიგოზი, ძმარი, სუნელები და მარილი გემოვნებით. საინზე გადმოღებისას მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით!
ultrapress.ge
