ოკუპირებული ცხინვალი პრემიერის ინიციატივას სატყუარას უწოდებს


     ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", პიარ-აქციასა და მორიგ სატყუარას უწოდებენ.

     ,,საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს მომავალში სამხედრო დაპირისპირების გზით ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ტაქტიკა შეცვალა,"- წერია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

     ცხინვალში თვლიან, რომ დიალოგისა და მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც საქართველო ხელს მოაწერს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/100946