,,ჩვენი მთავრობის რეფორმები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული"– ქუმსიშვილი


      ,,ჩვენი მთავრობის რეფორმები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის არის მიმართული,"– ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

      ,,დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვა," – განაცხადა მინისტრმა.

      ქუმსიშვილის განმარტებით, მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

     ,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

      მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно