"თუ ჩვენ ვიღაცა დაგვაბრალებს ალიანსს „ევროპულ საქართველოსთან", ამით ჩვენ პოლიტიკურად ვზარალდებით“ - გედევან ფოფხაძე


       "თუ ჩვენ ვიღაცა დაგვაბრალებს ალიანსს „ევროპულ საქართველოსთან", ამით ჩვენ პოლიტიკურად ვზარალდებით," - ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

      ფოფხაძის განმარტებით, ,,ქართული ოცნება" და ,,ევროპული საქართველო" კონცეპტუალურ საკითხებზე საერთო პოზიციაზე ვერ თანხმდებიან.
 
     „ელექტორალურადაც და ჩვენი პოლიტიკური საჯარო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ და „ევროპული საქართველო" კონცეპტუალურ საკითხებზე საერთო პოზიციებს ვერ უნდა ვნახულობდეთ. ანალოგიურად ჩემნაირად, „ევროპული საქართველოს" ამომრჩევლისთვისაც არ არის მისაღები „ქართულ ოცნებასთან" ერთიანობა, აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცას უნდა „ქართული ოცნება" და „ევროპული საქართველო" თავის ამომრჩეველთან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, მისთვის ეს არგუმენტი, რომ ჩვენ ერთად ვართ, ალბათ, მომგებიანია,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.  

     შეგახსენებთ, რომ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველო" და უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში, ასევე ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების მცდელობაში მონაწილეობენ.
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно